ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან არსებული გზაჯვარედინი ჩაიკეტება, რის გამოც, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების სქემა შეიცვლება.
აღნიშნული ცვლილებების გამო, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით:
მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით; მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩაჩავას, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით; სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთი – ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ცალმხრივი გახდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:
ავტობუსები – N305, N309, N325, N333, N393 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, გულიას, გულუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მეტეხის ხიდის გავლით, მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან და ბარათაშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იმოძრავებენ, რის შემდეგაც, გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით, ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.