ამ წუთებსა და უახლოეს საათებში წყდება არჩევნების რეალური შედეგების ბედი, უახლოეს 2-3 საათში გადაწყდება, იქნება თუ არა მეორე ტური თბილისსა და სხვა ქალაქებში, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, “ლიდერთა საბჭოს” წევრმა კახა კუკავამ განაცხადა.
“ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა, მინდა მივმართო ჩვენს წარმომადგენლებს, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადენლებს, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, რომლებიც იმყოფებიან 3700 საარჩევნო უბანზე, ყურადღებას ნუ მიაქცევენ წინასწარ მონაცემებს, ეგზითპოლებს, რაც ასახავს უფრო სურვილებს, ვიდრე რეალობას. ახლა ამ წუთებსა და უახლოეს საათებში წყდება არჩევნების რეალური შედეგების ბედი. უახლოეს 2-3 საათში გადაწყდება, იქნება თუ არა მეორე ტური თბილისსა და სხვა ქალაქებში, გადაწყდება რომელი პარტია რა მონაცემს აჩვენებს. თითოეული ხმა შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ამიტომაც ჩვენ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც დამთავრდება ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების შეჯამება. მანამდე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მომხრეებს, რომ დარჩნენ ბოლომდე, ბოლომდე დაესწრონ შემაჯამებელი პროცედურების დასრულებას”, – განაცხადა კახა კუკავამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი