ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 16 საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ სამუშაოებისთვის 57 111 ლარი გაითვალისწინა.
აღსანიშნავია, რომ უწყებამ აღნიშნულ საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის მოსაწყობად ტენდერი 5 თვის წინაც გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო, რის გამოც ქარელის მერიამ სამუშაოების შესყიდვა ვერ შეძლო.
საბაშვო ბაღები, სადაც გათბობის სისტემის მონტაჟი იგეგმება:
- სოფელ ქვემოხვედურეთის საბავშვო ბაღის წყლის გამათბობლის შეცვლა, თანხით არაუმეტეს- 1132,06 ლარი;
- ზემოხვედურეთის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს- 3540,74 ლარი;
- აბისის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს- 2458,76 ლარი;
- სოფელ ბრეთის მეურნეობის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს- 6260,66 ლარი;
- ბრეთის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3168,25 ლარი;
- სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 724,29 ლარი;
- ურბნისის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3011,01 ლარი;
- ფცის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3086,69 ლარი;
- სოფელ წვერის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3711.49 ლარი;
- სოფელ ქვენატკოცის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 9590.72 ლარი;
- ქარელის N I საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 4508.51 ლარი;
- ქარელის II საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3142.75 ლარი;
- რუისის №1 საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2314,93 ლარი;
- რუისის №3 საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2298.98 ლარი;
- აგარის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 7982.39 ლარი;
- ბებნისის მეურნეობის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 179.47 ლარი.
ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 60 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.