პარლამენტში დღეს ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე იმსჯელებენ

241

წინა სტატია

ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციაზე, ხმის მიცემასა და ხმების დათვლის პროცედურაზე იმსჯელებენ.

კანონპროექტი, რომელსაც დღეს განიხილავენ, ისეთ საკითხებსაც შეეხება, როგორიცაა პოლიტიკურ გაერთიანებათა ფინანსური მონიტორინგის გაძლიერება და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივება. შეხვედრაზე უკვე შეთანხმებულ საკითხებს შეაჯერებენ, რის შემდეგაც კონკრეტული კანონპროექტის ინიცირება იგეგმება.

2024 წლიდან საქართველოში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ხმის მიცემის გარდა, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით იქნება შესაძლებელი ამომრჩეველთა რეგისტრაციაც. გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო.