ასპინძაში, დამალის უბანზე, ხმაურია – თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა

682

ასპინძაში, N4 დამალის უბანზე, სადაც“ქართული მარშის“ წარმომადგენლები მივიდნენ, ხმაური მოჰყვა უბნის გარეთ არჩევნებზე მისული ადამიანების სიის აღმოჩენას. უსაფრთხოების მიზნით, კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი იტყობინება, ასპინძაში, დამალის N4 უბანზე, როდესაც „ქართული მარშის“ წარმომადგენელები მივიდნენ, სამველ თუმასიანს ხელში სიები ეჭირა. გია კორკოტაშვილმა ჰკითხა თუ რა სიები იყო, რაზეც მან კი უპასუხა, რომ არც ქართულად და არც რუსულად არ ესმოდა. როდესაც კითხვა სომხურად დაუსვეს, დატოვა სიები და წავიდა.

ეს სიები „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა აიღეს. როგორც იქ ყველამ ერთად ნახა, ჩამოწერილია სია, სადაც მონიშნული არიან ის პირები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ.

ამ წუთებში მეოთხე უბანზე ხმაურია. ცაბაძის მხარდამჭრები ფიქრობენ, რომ აქ ხდება ზეწოლა და უნდათ ხმები გააყალბონ.

უბნის კომისიის თავმჯომარემ უსაფრთხოების დაცვის მიზნით 112–ზე დარეკა და პოლიცია გამოიძახა.

შეგახსენებთ, ასპინძაში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ლევან ცაბაძის მხარდასაჭერად, “ქართული მარშის” ათობით წარმომადგენელი ჩავიდა. ისინი აცხადებენ, რომ ასპინძაში ცაბაძის მხარდასაჭერად და ხმების დასაცავად ჩავიდნენ.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე