”დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდლარის #21 საარჩევნო უბნიდან გააძევეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დმანისის #24-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლონგინოზ ყულიაშვილმა განაცხადა ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ კომისიის წევრი #21 საარჩევო უბანზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, ფაქტი ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დააფიქსირა.
,,კომისიის წევრი ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ საარჩევნო უბანზე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შედგა შესაბამისი აქტი და ის გაძევებული იქნა უბნიდან“, – განაცხადა ლონგინოზ ყულიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისათვის არჩევნები დმანისის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი ამომრჩეველთა 38, 56 %-მა გააკეთა.
წყარო: ინტერპრესნიუსი