გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთში სკვერი გაფართოვდება და შემოიღობება. სამუშაოებზე 12 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიამ პროექტის შედგენა უკვე დაავალა საპროექტო ორგანიზაციას – ოღონდ არა იმ კომპანიას, რომელმაც სკვერის ამჟამინდელი იერსახის თავდაპირველი ვარიანტი შეადგინა, არამედ სხვა ორგანიზაციას.
პროექტის ავტორი “არქი ლაბია”, რომელიც რიეთის სკვერის პროექტირებაში 424 ლარის მიიღებს.