საბურთალოს გამგეობა დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების ახორციელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 849 მეტრზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და 8 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის, დავარის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. გასულ წელს ქუჩის ზედა მონაკვეთი მოწესრიგდა, ახლა კი ქუჩის დარჩენილი ნაწილი კეთილმოეწყობა.
პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.