ქარელის სოფელ კეხიჯვარში გზის რეაბილიტაციას 728 890 ლარი მოხმარდება

285

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება ქარელის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და სამუშაოების ღირებულება 728 890 ლარით განსაზღვრა.

“არსებული მონაკვეთი მთლიანად შედგება სამი ღერძისგან, სამივე ღერძი მდებარეობს სოფელ კეხიჯვარში, მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, ეზოში შესასვლელები და მიერთებები, დაახლოებით 3 კმ მონაკვეთზე”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

კომპანიამ, რომელიც გზის რეაბილიტაციას საკუთარ თავზე აიღებს, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 91 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.

სატენდერო წინადადების მიღება სრულდება 2022 წლის 15 ივლისის.