შენობებსა და ქუჩებზე მათ შემდეგი შინაარსის წარწერები დატოვეს: ,,ოცნება” იტყუება, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ”. როგორც ” ნაციონალები” აცხადებენ, ევროკავშირმა ოზურგეთის რეაბილიტაციისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები კი ამისთვის მადლობას მმართველ პარტიას, ოზურგეთის მერს ავთანდილ თალაკვაძეს და პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უხდიან.
მათი განცხადებით, საყოველთაო მადლობის კამპანია ,,ქართული ოცნების” დაკვეთაა.
აქციის დასრულების შემდეგ ოპოზიციას სურვილი ქონდა ფ საკრებულოს შენობაში,” ნაციონალების” ფრაქციის ოთახში მედიას შეხვედროდა, თუმცა დაცვის წევრებმა ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე მოვიდა ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.