500-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებულმა 17 685-მა სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ისარგებლა

318

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 500-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებულმა 17 685-მა სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ისარგებლა.

როგორც დედაქალაქის მერმა, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამის ბენეფიციარები არიან, თბილისში დარეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები, რომელთა ოჯახის შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 ათასს არ აღემატება.

„სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერი ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით, ეს პროგრამა ამოქმედდა და საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს. დღევანდელი მდგომარეობით, 17 685 -მა პენსიონერმა ისარგებლა ამ პროგრამით. ამ პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს 500 ლარის ფარგლებში შეიძინონ სხვადასხვა მედიკამენტები, რომლებიც ექიმის მიერ არის დანიშნული.

პროგრამის ბენეფიციარები არიან, თბილისში დარეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები, რომელთა ოჯახის შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 ათასს არ აღემატება. ვისაც ჯერ კიდევ არ გისარგებლიათ ამ პროგრამით, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ცნობას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე საჭირო მედიკამენტებს მიუთითებს და განათავსებს პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში და წერილობით შეტყობინებით თბილისის მერიიდან მიიღებთ სპეციალურ კოდს, ამის შემდეგ შეგეძლებათ შესაბამისი მედიკამენტების ასაღებად მიმართოთ სასურველ აფთიაქს. ამ პროგრამის განხორციელებას გავაგრძელებთ და მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში პენსიონერებს“,- განაცხადა კალაძემ.