თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

260

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

„თბილისის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გია აბუთიძე, რომელიც ამ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თანამდებობას ტოვებს. ის კერძო სექტორში გადასვლას აპირებს. გიას მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან დიდ დანაკლისი იქნება, თუმცა, გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო იქ, სადაც გადასვლას აპირებს. გულწრფელი მადლობა გაწეული შრომისთვის“,-განაცხადა კალაძემ.