როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში

1029

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – ძევერა – აპრილი; ტინისხიდი – სექტემბერი.

2023 წელი – ზეღდულეთი – იანვარი; შავშვები – იანვარი; ქვახვრელი – იანვარი; ტირძნისი – იანვარი; გორი – იანვარი; ტყვიავი – მარტი; საყავრე – ოქტომბერი; ატენი – ოქტომბერი;
ბოშური – ოქტომბერი; კარალეთი – ოქტომბერი; შინდისი – ოქტომბერი; დიცი – დეკემბერი; მერეთი – დეკემბერი.

2024 წელი – ახალუბანი – მარტი; მეჯვრისხევი – მარტი; სკრა – მარტი; ბერბუკი – ოქტომბერი;
ხიდისთავი – ოქტომბერი; მღებრიანი – ოქტომბერი; ნიქოზი – ოქტომბერი; ვარიანი – ოქტომბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.