ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში 250 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

420

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღი გაიხსნა.

როგორც მერიაში აცხადებენ. ახალაშენებული საბავშვო ბაღი უმაღლესი სტანდარტების მქონე შენობაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალით აშენდა. მათივე ცნობით, მოსახლეობის მოთხოვნის და საჭიროებიდან გამომდინარე საბავშვო ბაღი 250 აღსაზრდელზეა გათვლილი.

“შენობა აღჭურვილია: ორი ლიფტით, სახანძრო უსაფრთხოების ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით, სამზარეულო – დამხმარე სათავსოთი, სასადილო, სველი წერტილებით, საძილე და სამყოფი ოთახებით, მომსახურე პერსონალის ოთახით, ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები, სპორტული დარბაზი და მუსიკის კაბინეტი.

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს შპს „მტმ“ აწარმოებდა, მშენებლობის საერთო ღირებულებამ 2 500 000 ლარი შეადგინა”, – განმარტავენ მერიაში.