სამშენებლო კომპანია: „ახალბაღის” რეაბილიტაცია 2022 წლის ბოლოს დასრულდება

737

“ახალბაღის” რეაბილიტაციის პროცესი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ, კომპანია „Award”-ის პროექტების მენეჯერმა თორნიკე ჭკადუამ განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ის გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ “ახალბაღის” რეაბილიტაცია 2023 წლის ზაფხულამდე ვერ დასრულდებოდა.

“შეუფერხებლად მიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის 2023 წლის ზაფხულამდე, მაგრამ ეს გულისხმობს საგარანტიო პერიოდს, რეალურად, სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება”, – განაცხადა თორნიკე ჭკადუამ.

ინფორმაციისთვის, გორის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციისთვის 8 950 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებს შპს “Award” ახორციელებს.