„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, „ლეიბორისტულ“ პარტიას ყველა ხელისუფლება უხდიდა „ხელფასს“, გამონაკლისია „ქართული ოცნება“.
„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვინც ამ ვაჟბატონს (გიორგი გუგავა) და მის პარტიას (ლეიბორისტული) ხელფასს არ უხდის. დაწყებული სააკაშვილით, დამთავრებული შევარდნაძით, ყველა ხელფასს უხდიდა ამ პარტიას, აი ეს არის რეალობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ გადაცემა „არჩევანში“, სადაც თბილისის მერობის კანდიდატები დებატობდნენ.
კალაძის განცხადების საპასუხოდ გუგავამ აღნიშნა: „საიდან მოგაქვს?! ყველაზე კორუმპირებული მინისტრი ხარ დღევანდელ ხელისუფლებაში, სააკაშვილის ჯიბეში იჯექი“.
წყარო: აიპრესი