გორის მერის ხელფასი 5 500 ლარამდე იზრდება – გორში საკრებულოს სხდომა იწყება

835

გორის საკრებულოში სხდომა იწყება, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. ინფორმაციას მთვარი არხი ავრცელებს.

,,ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ბიუჯეტი ისევ ,,ქართული ოცნების” აქტივისტების და მაღალჩინოსნების პირად კომფორტზეა მორგებული. იზრდება ხელფასები, მაგალითად გორის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე თითქმის 100%-ით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ხელფასი 5 500 ლარამდე იზრდება.