გორში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის მეორე ფენას აგებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, 665 მეტრი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
,,პროექტის მიხედვით ასფალტბეტონის საფარით მოეწყობა ასევე ეზოებში შესასვლელები და ტროტუარები. რუსთაველის ქუჩაზე მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც. ქუჩის მარჯვენა მხარეს მოხდა რკინაბეტონის დაზიანებული კიუვეტების დემონტაჟი და ახლის მოწყობა. ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარეობს საჯარო სკოლა და გზის როგორც საავტომობილო, ასევე სავალი ნაწილიც საკმაოდ დატვირთულია. ინტენსიური ცვეთისა და ნალექების წყლის დინების შედეგად, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები დაზიანებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2022 წელს დასრულდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.