გორში ძველი ხიდის რეაბილიტაციის მიზნით 1,3 მლნ ლარი გამოიყო. ამის თაობაზე გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 25 დეკემბერს დაიწყებდა და 30 დეკემბერს დასრულდა. გამარჯვებული კომპანია იანვარში გამოცხადდება.
გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები 6 თვეში უნდა დაასრულოს. ხიდი, პროექტის მიხედვით, დაიბრუნებს ისტორიულ იერსახეს.
ხიდი აშენებულია 1908 წელს. აღნიშნული პერიოდისთვის რკინაბეტონის მასალა წარმოადგენდა ინოვაციას, როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის.
პროექტის ავტორების მოსაზრებით ხიდი წარმოადგენს საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდს.