„შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან მოსახლეობას საკუთარი და ერთმანეთის ჯანმთელობაზე ზრუნვა სთხოვა.
„მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ დავიცვათ წესები, ვიზრუნოთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ყველაზე კარგი დამცავი შესაძლებლობაა პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ყველა უნდა ავიცრათ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.