გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობები 28 ადგილზე დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, მათგან 11 გორში, 17 კი მუნიციპალიტეტის სოფლებში მოეწყო.
„სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტის, ნაწილი კი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ყველა ლოკაციაზე პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. გარე მოხმარების სპორტული ინფრასტრუქტურით აქტიურად სარგებლობენ განსაკუთრებით ახალგაზრდები და მოზარდები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა”, – აღნიშნავენ მერიაში.