გოგა ონიანი კახა კალაძეს: როცა ე.წ.გირგვლიანის თემა, 7 ნოემბერი უკვე მომხდარი იყო, თქვენ ეწეოდით მის პიარს. როდის შეგეცვალათ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება?

397

როცა ე.წ.გირგვლიანის თემა, 7 ნოემბერი უკვე მომხდარი იყო, თქვენ ძალოვნებთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ეწეოდით მის „პიარს“. როდის შეგეცვალათ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება – ასე მიმართა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოგა ონიანმა თბილისის მერ კახა კალაძეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

გოგა ონიანმა კალაძეს ფოტოსურათი აჩვენა, რომელზეც ის მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გადაღებული.

„ალბათ, გეცნობათ ეს სურათი, თქვენს თავს ალბათ ამოიცნობთ. თქვენს ბოლო გამოსვლებში უტიფრად მოიხსენიეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. მოგწონთ თუ არა, ეს ამ წუთას სხვა საკითხია. მაინტერესებს, მაშინ, როცა ე.წ.გირგვლიანის თემა უკვე მომხდარი იყო, 7 ნოემბერი უკვე მომხდარი იყო, თქვენ ძალოვნებთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ეწეოდით მის პიარს. როდის შეგეცვალათ მის მიმართ დამოკიდებულება?“, – განაცხადა გიორგი ონიანმა.