ტყემალაძე ოპოზიციას: რა დღეში ხართ, არ გრცხვენიათ? – არ იქნება კითხვა, გაითიშება მიკროფონი, არ გექნებათ სურვილი გაგრძელების, კარგად ბრძანდებოდეთ

615

რა დღეში ხართ, არ გრცხვენიათ? – ასე მიმართა საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვის დასმისას პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, მათ შორის შეეხნენ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.

საპასუხოდ, გიორგი ტყემალაძემ მათ რამდენჯერმე მოუწოდა, კითხვები თბილისის მერ, კახა კალაძის და მისი მოადგილეების მისამართით დაესვათ.

“თქვენ აბსოლუტურად აცდით რეალობას და დღის წესრიგს. ძალიან სამწუხაროა. სიმართლე გითხრათ, აღარ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენი კოლეგები კითხვას დასვამენ კონკრეტული ადამიანების წინაშე, თუ რას აპირებენ და როგორ აპირებენ მართონ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქი. ის, რაც ირაკლი ნადირაძემ მოახერხა, ვერც ერთი თქვენი კოლეგა ვეღარ მოახერხებს. არ იქნება კითხვა, გაითიშება მიკროფონი, არ გექნებათ სურვილი გაგრძელების, კარგად ბრძანდებოდეთ”, – მიმართა ტყემალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.