ხმალაძე: მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო რედაქციას რამდენიმე დღეში წარვადგენთ – 2022 წელს კიდევ უფრო ბევრი პროექტის განხორციელებას შევძლებთ

574

„როდესაც მუნიციპალიტეტში მოვედით, 115 000 000-დან დავიწყეთ და 1 200 000 000-ზე ავედით. ახლა, ჩვენი განაცხადია, რომ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ღირებულებამ 1 700 000 000-ს მიაღწიოს“, – აცხადებს თბილისის ვიცემერობის კანდიდატი ირაკლი ხმალაძე.

მისი თქმით, მომდევნო წელს, დედაქალაქში მეტი პროექტი განხორციელდება.

„დაახლოებით, 3-4 დღის განმავლობაში, მომდევნო წლის ბიუჯეტის საბოლოო რედაქციას წარვადგენთ და ნახავთ, თუ რა პრიორიტეტებია და რა ჭერზე გავა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ცხადია, მნიშვნელოვანი ზრდა კიდევ გვექნება. ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს კიდევ უფრო ბევრი პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

დღეს საკრებულო თბილისის რაიონების გამგებლობის, მერის მოადგილეობისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატებს დაამტკიცებს. სხდომა 16:00 საათზე დაიწყება. კანდიდატებს თავად თბილისის მერი წარადგენს.