მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტს 332 მილიონი დაუმატა – რისი დაფინანსება იზრდება

405

მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 332 მილიონი ლარით, 19.17 მილიარდ ლარამდე იზრდება.

ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტიც 6.09 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით დაფინანსების ყველაზე დიდი მატება შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტიც 932 მილიონი ლარი ხდება, რაც წინა წელთან შედარებუთ 290 მილიონით მეტია.

მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდა 6%-ზე არის დაგეგმილი, რის შედეგად, მშპ-ს ზომამ 65 მილიარდს უნდა მიაღწიოს.

“პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და ბიუჯეტის დეფიციტს ვამცირებთ. დეფიციტი იქნება 4.2%, ვალის მოცულობა კი მშპ-ის 51.1% იქნება.

როგორც ჩვენი დაპირება იყო, გაიზრდება საჯარო სამსახურში ხელფასები დაახლოებით 10%-ით და ეს ზრდა იქნება ყოველწლიური.

ჩOVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტია 500 მილიონი ლარი, დევნილებისთვის სახლებისს ასაშენებლად გათვალისწინებულია 114 მილიონი ლარი. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი.

ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება იქნება 105 მილიონი ლარი, გაზრდილია დაახლოებით 16 მილიონი ლარით;

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტია 932 მილიონი ლარი და გაზრდილია 290 მილიონი ლარით, აქედან 300 მილიონი აწარმოე საქართველოსთვისაა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2.8 მილიარდ ლარს, 430 მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი;

იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 მილიონ ლარს და გაზრდილია 14 მილიონი ლარით;

საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტია 176 მილიონი ლარი და თითქმის 6 მილიონია მატება;

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ ლარს და გაზრდილია 72 მილიონი ლარით;

შსს-ს დაფინანსებაა 865 მილიონი ლარი და გაზრდილი გვაქვს 85 მილიონი ლარით;

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 6 მილიარდ ლარზე მეტია,

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტია 593 მილიონი ლარი, რაც უცვლელია.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებაა 1.684 მილიარდ ლარს, ხოლო კულტურისა და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებაა 357 მილიონ ლარს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.