რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან ეხსნებათ

328

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ.

გადაწყვეტილების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ 24 ნოემბერს განაცხადა.

„რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე,“- განაცხადა მან.

საქართველოში „მწვანე პასპორტი“ დღეიდან ამოქმედდა.