მთავრობა ”საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას იწყებს, დაგეგმილია ფონდის რესტრუქტურიზაცია

338

”საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ, ფონდის რესტრუქტურიზაცია მოხდება“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე თვეში დარეგისტრირდება.

„მინდა გითხრათ, რომ ”საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ, ფონდის რესტრუქტურიზაცია მოხდება. ამის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დარეგისტრირდება პარლამენტში მიმდინარე, დეკემბრის თვეში“,- აღნიშნავს პრემიერი.