„მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავაჭრო ცენტრებში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებშიც იქნება აუცილებელი

389

1 დეკემბრიდან მომხმარებლები სავაჭრო ცენტრებში შესვლას „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეძლებენ, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია.

ამასთან, 1 დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები /სამთო კურორტების საბაგიროები. ასევე, მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.

„მწვანე სტატუსის” მქონე პირია:

სრულად ვაქცინირებული;

72- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე;

24- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე;

კოვიდ გადატანილი.

თუ პირს „მწვანე სტატუსი“ მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.

ამასთან, პირს „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება:

ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ;

„პისიარ“ და ანტიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ;

კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ.

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.