2022 წლისთვის გორის მერია ა(ა)იპ-ებისთვის 23 მლნ ლარს გამოყოფს, საიდანაც ანაზღაურებისთვის 7 მლნ დაიხარჯება. საუბარია 11 მუნიციპალური ორგანიზაციის სუბსიდირებაზე, რომლის ხარჯები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დაფინანსება ეზრება 4 ა(ა)იპ-ს. მათ შორის: კეთიმოწყობის სააგენტოს, ფეხბურთის კლუბს “გორი”, სპორტის სააგენტოს და ინტერმუნიციპალურ თავშესაფარს.
დაფინანსების გაზრდას ითხოვს კულტურისა და ტურიზმიმს განვითარების ხელშეწყობის სააგეტნო. გელა კაპანაძის თქმით, 4 ახალი ობიექტის გადმოცემის შედეგად, მათ შენახვასა და მოვლისთვის წელიწადში დამატებით, მინიმუმ 250 000 ლარი იქნება საჭირო.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ შენიშვნებს მერია ხვალამდე ელოდება, დარედაქტირებულ ვერსიას კი საკრებულოს განსახილველად 10 დეკემბრამდე წარუდგენს.