წალენჯიხის ახლადარჩეული მერი 26 ნოემბერს საზოგადოებას თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიან ხედვას წარუდგენს

445

წალენჯიხის ახლად არჩეული მერი გია ხარჩილავა, საზოგადოებას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიან ხედვას 26 ნოემბერს წარუდგენს. ღონისძიება წალენჯიხაში 13:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება დეცენტრალიზაციის სრულიად ახლებურად გააზრებულ მოდელიც.

პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის იქნება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.