გორის მუნიციპალიტეტის მერს მრჩეველი დაუნიშნეს – ეს თანამდებობა დავით კვერნაძემ დაიკავა.
რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, კვერნაძეს ხელშეკრულება უკვე გაუფორმეს. ლადო ხინჩეგაშვილის მრჩეველს იურიდიული განათლება და ადვოკატად მუშაობის გამოცდილება აქვს.
მრჩეველი ახალ მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს საქმიანობაში უნდა დაეხმაროს.