ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა დასრულდა

289

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა დასრულდა.

სტიქიამ სოფელ შავღელეში 13 სახლი დააზიანა, აქედან 11 სახლს სახურავი გადახადა, ორი სახლი კი მთლიანად იყო დაზიანებული. დაზარალებული ოჯახებისთვის, ახალი საცხოვრებელი სახლები შენდება, თერთმეტივე სახლი კი უკვე გადახურულია.

საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხობის მუნიციპალიტეტს 190 ათასი ლარი გამოუყო. შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გაეცნო.