12-13 ნოემბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

430

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 197-ე კილომეტრზე შპს „ვარციხე 2005“ მის საკუთრებაში არსებული 110 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „კოხრა-4“ – ის სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის საჭიროა, აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 12 და 13 ნოემბერს, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ექვსჯერ 15 წუთიანი ინტერვალით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.