ოზურგეთის მერი: აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე

680

21 ნოემბრიდან შევუდგები უფლებამოსილების განხორციელებას, აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერმინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.

„ვისაუბრეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ის 8 პუნქტიანი გეგმა, რომელიც გვქონდა ჩვენ წარდგენილი ჩვენი მოსახლეობისთვის, თუ რა პერიოდში, როგორ განხორციელდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 21 ნოემბრიდან შევუდგები უფლებამოსილების განხორციელებას, აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.