თეა წულუკიანის ინიციატივით ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა

335

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ჩაუდგება სათავეში.

პროექტი გულისხმობს როგორც თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფასა და ქუთაისის საოპერო თეატრის მსოფლიოს წარმატებული თეატრების რიგში ჩაყენებას.

პროექტის შემუშავებაში სამინისტროს მომღერალი თამარ ივერი დაეხმარა. ამასთან, დღეს, თეატრს ვიზიტით რეჟისორი და იმპრესარიო ორლინ ანასტასოვი ეწვევა.

„დღეს, ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი პირველ ნაბიჯებს დგამს მსოფლიოში გამოჩენილი მომღერლის, საოპერო რეჟისორის, იმპრესარიო ორლინ ანასტასოვის ვიზიტით, რომელიც კულტურის სამინისტროს მოწვევით ქუთაისში სამუშაო შეხვედრებს იწყებს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ახა