პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში ახლადარჩეულ მერებს ხვდება

393

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები რეგიონების მიხედვით ცალ-ცალკე გაიმართება და მას მერებთან ერთად მხარის რწმუნებულებულებიც დაესწრებიან.

პირველი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილის მცხეთა-მთიანეთის მხარის წარმომადგენლებთან აქვს.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში ერთის გარდა, „ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მხოლოდ ერთ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გია ხარჩილავამ მოიპოვა.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი ქალაქების მერებსაც შეხვდება.