ზემო ნიქოზის სკოლის მოსწავლე და პედაგოგი გორის მერიისგან სტიპენდიას მიიღებენ

185

გორის მერიისგან „გორის ეტალონი მოსწავლე“ – ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა თევზაძე და მისი დამრიგებელი ერთი წლის განმავლობაში 100 – 100 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

„გორის ეტალონი მოსწავლე“ ინტელექტუალური ჩემპიონატის „ეტალონის“ მე-2 ტურის შედეგად გამოვლინდა.

ამავე ტურის შედეგად გამოვლინდნენ გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩემპიონატის მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილების მფლობელი მოსწავლეებიც.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა და პროექტ „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა თითოეულ მათგანს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ – ჩემპიონატი „ეტალონის“ 1-ლი და მე-2 ტური დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის 66 სკოლის 417 მოსწავლე მონაწილეობდა.

ჩემპიონატის ფინალური ტური დეკემბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ.