“გორის ახალგაზრდული იდეა” ,,ევროპის ფონდის” მხარდაჭერით აცხადებს მოხალისეთა მიღებას საერთაშორისო პროექტში – “წყალი, სანიტარია და ჰიგიენა”. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ათუკა სამადალაშვილი გვიყვება, მსგავსი სახის პროექტს თანატოლები აფხაზეთსა და ბოსნია ჰერცოგოვინაში ახორციელებენ.
პროექტში ჩართულნი იქნებიან ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 13- დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.
,,ჩვენ ვიწვევთ აქტიურ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ თემის განვითარების საკითხში, გაიუმჯობესო ლიდერული უნარ-ჩვევები, მიიღონ ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, აქტივიზმის აუცილებლობის, წყლის რესურსებისა და მათი დაზოგვის შესახებ.” – აცხადებს ათუკა სამადალაშვილმა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გაგზავნონ სამოტივაციო წერილი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება:
1. ოთხი საინფორმაციო შეხვედრა მოწვეულ ტრენერებთან.
2. ორი დასუფთავების აქცია
3. საინფორმაციო ბუკლეტების/პოსტერების გავრცელება
4. დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება.
თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება შესაბამისი, ორენოვანი სერტიფიკატით.
შეირჩევა 25 მოხალისე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – samadalashvili.avto@gmail.com
ananokvelashvili12@gmail.com
ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე – https://www.facebook.com/SCHANGE2021/?ref=pages_you_manage