მერია: გორში ისეთი ავარიული შენობა, რომელიც დემონტაჟს საჭიროებს არ გვაქვს

257

მერიის ინფორმაციით, გორში ავარიული შენობები, სადაც ცხოვრება გარკვეულ რისკებს უკავშირება არ გამოვლენილა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აქვე აღმასრულებელ ორგანოში განმარტავენ, რომ 2017 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის ბოლომდე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ არცერთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე რაიმე სახის მიშენება-დაშენების ნებართვა მერიის სათანადო სამსახურების მხრიდან არ გაცემულა.

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექის თანახმად, ქალაქგეგმარებითი ღონისძიების განხორციელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებუილ იურიდიულ პირს ან შესაბამისი ნებართვის მქონე პირს. ხოლო მუხლი 60. 7 პუნქტის თანახმად რეგულირდება ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების არეალში მშენებლობის ნებართვის დროებითი შეზღუდვა. ამ ეტაპზე ისეთი ავარიული შენობა, რომლის დემონტაჟიც სავალდებულოა არ გამოვლენილა”, – აცხადებენ გორის მერიაში.