პარტია „საქართველოსთვის” ქუთაისის სიის პირველი ნომერი, ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ მას ავტომობილი დაუზიანეს

309

პარტია „საქართველოსთვის” ქუთაისის სიის პირველი ნომერი, ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ მას ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ელეონორა არჩაიას თქმით, ეკლესიაში წირვაზე იყო, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დახვდა. მისი თქმით, უცნობია, ვინ დააზიანა მისი ავტომობილი, თუმცა მომხდარს პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს.

როგორც არჩაია აცხადებს, „ქართული ოცნებიდან” გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ, ზეწოლა დაიწყო და საფრთხე მის ბიზნეს საქმიანობასაც ემუქრება.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

ელეონორა არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „ქართული ოცნებიდან”, ახალი მოწვევის საკრებულოში კი პარტია „საქართველოსთვის” სიით მოხვდა.