ნინო ბურჯანაძემ ფოთში მერობის კანდიდატი წარადგინა

768

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ფოთში მერობის კანდიდატი წარადგინა და მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

ბურჯანაძის განცხადებით, აუცილებელია ფოთში უნივერსიტეტების გახსნა, რათა ახალგაზრდებმა ქალაქი არ დატოვონ. მისი მტკიცებით, მათ ყველა მუნიციპალიტეტში მიუკერძოებელი კანდიდატები ჰყავთ, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გარიგებაში არასდროს შესულან.

ფოთში “დემოკრატიული მოძრაობიდან” მერობისთვის ოთარ ხარჩილავა იბრძოლებს, რომელიც ასევე საკრებულოს სიის პირველი ნომერია.

წყარო: იმედინიუსი