საია „ქართული ოცნების” მიერ გამართულ მხარდამჭერთა აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტს შეისწავლის

436

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების” მიერ გამართულ მხარდამჭერთა აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტს შეისწავლის.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინდელ აქციასთან მიმართებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს.

„იყო გარკვეული კითხვები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მოსყიდვის ფაქტებზე, ჩევნ შევისწავლით ამ ფაქტებს. დანამდვილებით ამ ეტაპისთვის ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ გუშინ იყო აქცია, გადავამოწმებთ და შევისწავლით იმ შემთხვევებს, რომელზე საუბარი მედიაშიც იყო. ასევე სხვა წყაროებიდანაც შევეცდებით მივიღოთ ეს ინფორმაცია”, – განაცხადა სვიმონიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართულმა ოცნებამ” თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა შეკრება გამართა.