მადლობა ყველას, შაბათს ყველანი მივდივართ არჩევნებზე. ვიმარჯვებთ და ვაგრძელებთ შრომას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების წინაშე განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ხელისუფლების ხვედრია, რომ მომავალ თაობას უკეთესი საქართველო გადააბარონ.
„ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს; არა ქართველთმოძულეებს; არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან; არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს; არა იმათ, ვინც სიწმინდეს, ხატსა და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალთაობებს. იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ ვდგავართ მაგრად, მყარად და 30 ოქტომბერს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, – განაცხადა წულუკიანმა.