კალაძე: სიძულვილსა და ცილისწამებას ჩვენ დავუპირისპირებთ ქალაქის მშენებლობას, საქმეს და კონკრეტულ პროექტებს

175

ჩვენ მთელი ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით მომავალზე და განვაგრძობთ საუბარს, როგორ წარმომიდგენია ამ ქალაქის განვითარება წინსვლა და აღმშენებლობა. ვერანაირი ქაოსი, დაპირისპირება, და ბოროტება ამას წინ ვერ აღუდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა.

„სიძულვილსა და ცილისწამებას, რაც მოდის კონკრეტული მედიასაშუალებებიდან, ჩვენ დავუპირისპირებთ ქალაქის მშენებლობას, საქმეს და კონკრეტულ პროექტებს. მე ვიქნები ყველას მერი, მათიც, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს. ეს სჭირდება ჩემს ქვეყანასა და ქალაქს. დღეიდან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისიამოვნოთ გუდიაშვილის მოედნით, თუმცა ჩვენი სამუშაოები ამით არ შემოიფარგლება. განვაგრძობთ მიმდებარე ქუჩების განახლებას. უამრავი სახლია სარეაბილიტაციო და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით“, – განაცხადა კალაძემ.