ვულოცავ ამ უბნის მცხოვრებლებს, 200-მდე ოჯახი დღეს შევიდა განახლებულ საცხოვრებელ სახლებში და ეს მათთვის ძალიან დიდი მოვლენაა. მინდა ვისურვო, რომ კახამ შეძლოს მომდევნო 4 წელიწადში კიდევ ბევრი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნაზე განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ მართლაც არაჩვეულებრივი, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო 4 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაელამაზებინა ჩვენი უნიკალური და ულამაზესი დედაქალაქი. ვიმყოფებით რა ამ ისტორიულ უბანში, კიდევ ერთხელ გვახსენდება, თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, თუ როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს. ამ პროცესში კახამ ძალიან ბევრი გააკეთა. ვულოცავ ამ უბნის მცხოვრებლებს, 200-მდე ოჯახი დღეს შევიდა განახლებულ საცხოვრებელ სახლებში და ეს მათთვის ძალიან დიდი მოვლენაა. მინდა ვისურვო, რომ კახამ შეძლოს მომდევნო 4 წელიწადში კიდევ ბევრი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.