საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო საბურღი დანადგარის კონვეიერის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს, 01:00 სთ-დან 04:00 საათამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.