ლადო ხინჩეგაშვილი მედიისთვის არჩევნებიდან 3 კვირის შემდეგაც ვერ იცილის. მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის განმარტებით, მას გადატვირთული რეჟიმი აქვს და ჟურნალისტებთან საუბარს ვერც ამ ეტაპზე შეძლებს.
როგორც გამოცემა რადიო “მოზაიკა” წერს, ისინი ხინჩეგაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენის დღიდან ამ დრომდე, უშედეგოდ ცდილობს ლადო ხინჩეგაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას და საზოგადოებისთვის საინტერესო შკითხვებზე მისგან პასუხების მიღებას.
“წინასაარჩევნო პერიოდში მისი შტაბის წარმომადგენლობა, მათ შორის პრესსამსახური განმარტავდა, რომ “ოცნების” კანდიდატი პროგრამაზე მუშაობდა და მედიას არჩევნებამდე შეხვდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ხინჩეგაშვილმა ვერც არჩევნებამდე და ვერც კენჭისყრის შემდეგ რამდენიმე წუთით დრო ვერ გამონახა კითხვებზე საპასუხოდ, მიზეზი ისევ მოუცლელობა სახელდება”, – წერს “რადიო მოზაიკა”.
“ვესაუბრე, იცის საქმის კურსშია და იმდენად დაკავებულია, რაღაცეებს გავდივართ ერთად, რომ ამ ეტაპზე ფიზიკურად არ სცალია. ახლო მომავალში გამოვა სამსახურში თვითონ, შეუდგება მუშაობას ოფიციალურად და მერე მოგეცემათ საშუალება რარაცა რომ ჰკითხოთ და დაელაპარაკოთ. ამ ეტაპზე ძალიანდ აკავებულია”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” მოქმედი მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.