სპეციალური საჭიროების მქონე პირების გაუსაძლისი ყოფა ქედაში

389

სპეციალური საჭიროების მქონე პირების გაუსაძლისი ყოფა მთიანეთში. გარემო, რომელიც არანაირ მოთხოვნას არ პასუხობს და რთულ ვითარებაში მყოფი ადამიანების არსებობას უფრო ართულებს. ჩვენ მოგიყვებით მარო თურმანიძეზე, რომელიც გარე სამყაროს მხოლოდ ფანჯრებიდან ხედავს. მისი ერთ-ერთი ოცნება გარემოში გადაადგილებაა, რასაც შესაბამსი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს ცენტრალურსა თუ თვითმმართველიბის სამოქმედო გეგმაში ვერ მიხვდა. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. 

საწოლი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, ფანჯარასთანაა. გარე სამყაროსაც, მხოლოდ, აქედან ხედავს. ამბობს, რომ ცხოვრება მისთვის უვადო პატიმრობას ჰგავს. ოთხ კედელში ყოფნას არაადაპტირებული გარემო აიძულებს. მრავალ სართლიან კორპუსს ლიფტი არ აქვს. დაბა ქედაში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე მარო თურმანიძისთვის გადაადგილების თავისუფლება საცხოვრებელი სახლის ზღურბლთან წყდება. ამ კედლებშია მოქცეული მისი ყველა სურვილი და ოცნება. ეზოში გასვლა კი, წლებია აუხდენელი ნატვრაა.

ტრავმა, რომელმაც საწოლს მიაჯაჭვა ბავშვობაში მიიღო. მკურნალობაში წლები გაატარა, თუმცა, უშედეგო აღმოჩნდა. ამბობს, რომ საზოგადოებისგან თანადგომას ყოველთვის გრძნობდა. ეხმარებოდა ყველა, განსაკუთრებით კი სერგო ზაქარიაძის ოჯახი. ცნობილი ქართველი მსახიობის დახმარებით მარომ ჯერ კიდევ ბავშვობაში სამი წელი თბილისში იმკურნალა. დღემდე ყველა მოგონებას წერილების სახით საგულდაგულოდ ინახავს.

მარო პენსიასთან ერთად თავს ხელსაქმით ირჩენს. ქსოვს, კერავს, ქარგავს… ზამთრისთვის სათბობ შეშასაც ასე ყიდულობს. ხელსაქმემ მხედველობის პრობლემები შეუქმნა. იგი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ვიდრე ადგილობრივი თვითმართველობა სპეციალური საჭიროების მქონე პირების გარემოში ადაპტაციასა თუ მათთვის მინიმალური პირობების შექმნაზე მუშაობას დაიწყებს, მოქალაქეებს არსებობა კვლავ  რთულ პირობებში მოუწევთ. ბევრი მათგანი სამყაროს, ისევ მხოლოდ, ფანჯრებიდან შეიცნობს.