გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპების მართვის პოლიტიკის ცვლილება მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდისა და საბიუჯეტო თანხების დაზოგვისთვის – სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, 2021-2025
დოკუმენტი შექმნილია პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” ფარგლებში. პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია გორის სათემო რადიო “მოზაიკა”. შინაარსი განისაზღვა პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის წევრები არიან:
-
მიხეილ ჩიტაძე, გორის საინფორმაციო ცენტრი
-
ქეთევან ბებიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
-
დარეჯან მურადაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
-
მარტა ბიბილაშვილი, გორის მერიის ა(ა)იპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი
-
ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი
-
მარიამ მღებრიშვილი, საზოგადოება “ბილიკი”
-
თეა თედლიაშვილი, სამართლიანი არჩევნები
არსებული სიტუაციის ანალიზი
გორის მუნიციპალიტეტის მერიას ამჟამად 11 ა(ა)იპი აქვს დაფუძნებული. აღნიშნული დაწესებულებების ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება. მათი დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა კი დიდწილად სახელფასო ფონდს ხმარდება.
გორის მერიის მუნიციპალური ა(ა)ი-ებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ უკვე 4 წელია, გორის მთლიანი ბიუჯეტის 40%-ზე მეტი ყოველთვის აღნიშნული ა(ა)იპებ-ის შენახვისთვის იხარჯება.
ცხრილი №1: გორის მუნიციპლური ა(ა)იპ-ების ფინანსური წილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018-2021 წლებში:
2017 წელს, თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებისა და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების შემდეგ, დღის წესრიგში ქალაქ გორსა და მუნიციპალიტეტში არსებული ა(ა)იპების შერწყმის საკითხიც დადგა. (2017 წლის არჩევნებამდე დაიწყო რეოგანიზაციის პროცესი და მათი ოპტიმიზაცია დეკემრამდე უნდა დასრულებულიყო).
შერწყმამდე ქალაქ გორში – 41, ხოლო თემში 15 ა(ა)იპ-ი იყო რეგისტრირებული. კერძოდ, ფუნქციონირებდა ორი ტურიზმის ცენტრი, 6 სპორტული, კეთილმოწყობის 2 სამსახური, მოსწავლე-ახალგაზრდობის 2 ცენტრი და ა.შ.
რეორგანიზაციის ეფექტიანი ჩატარებისთვის, გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ბრძანებით და საკრებულოს თანხმობით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც გელა კაპანაძე, მაშინდელი მერის მოადგილე და ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ა(ა)იპ-ის დირექტორი ხელმძღვანელობდა.
სწორედ აღნიშნული კომისიის შეფასების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 10-მდე შემცირდა.
„ოპტიმიზაციის მთავარი საფუძველი სწორედ თანხების დაზოგვას უკავშირდება”, – ამბობდა კომისიის თავმდჯომარე.
მსგავსი მოლოდინი ჰქონდათ მოქალაქეებსაც, თუმცა ოპტიმიზაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ითქვა:
„ჩატარებული რეორგანიზაციის შემდგომ, 2017 წლის მაისიდან იურიდიული პირების რაოდენობა შემცირდა 22-მდე. 2017 წლის ბოლოს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად ჩატარებული რეორგანიზაციით, ა(ა)იპ-ების რაოდენობა 22-დან შემცირდა 10-მდე. იურიდიული პირების მნიშვნელოვნად შემცირებას უნდა გამოეწვია სუბსიდიის შემცირებაც, მინიმუმ ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში. მიუხედავად ამისა, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე, 887 ათას 900 ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე 2017 წელს. 2017 წელს ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 3 016 პირი, ხოლო 2018 წელს 2 976 პირი”.
თანხების დაზოგვა არც მომავალ წლებში მომხდარა, რასაც ა(ა)იპ-ებიდან მიღებული ინფორმაციაც ადასტურებს.
ცხრილი 2: გორის მუნიციპალური ა(ა)იპების ბიუჯეტი 2018-2021 წლებში:
წლების განმავლობაში, ა(ა)იპებ-ის დაფინანსების არათუ შემცირების, არამედ ზრდის ფაქტს აუდიტის დასკვნამ თანამშრომელთა რიცხოვნობის არაგონივრული ზრდაც დაუმატა. კერძოდ, თქვა:
„ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. შესწავლით დგინდება, რომ გაუქმებულ ა(ა)პ-ებში დასაქმებულები გადანაწილდნენ ახალ შექმნილ, კეთილმოწყობის, სპორტულ, სახელოვნებო, კულტურულ და სტრატეგიული განვითარების პროფილის გაერთიანებებში. არსებობს რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად არის გაზრდილი.“
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებიდან 1 წელი გავიდა. გორის მერიის ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ოპტიმიზაციის შემდეგ, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა არათუ მცირდებოდა, არამედ ეტაპობრივად იზრდებოდა.
-
კეთილმოწყობის სააგენტო: 2017 წელს ჩვენთან 40 შტატი იყო. დღეის მდგომარეობით, არის 45 შტატი. აქედან დანიშნული შტატების რაოდენობა არის 43, ხოლო თავისუფალი შტატების რაოდენობა – 2.
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი: 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ა(ა)იპ-ში გაუქმებული პოზიციები არ გაგვაჩნია.
-
სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო: 2017 წლიდან დღემდე, სააგენტოს დაემატა 2 შტატი – კინოლოგის და მატერიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის შტატი.
-
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო: საშტატო ნუსხაში არ გაუქმებულა არცერთი პოზიცია.
-
გორის მაცნე: „2017 წლიდან დაგვემატა 4 შტატი და მათი ოდენობა 2021 წლისთვის შეადგენს 11-ს.
-
სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მილიორაციის, ჭაბურღილების და სატუმბო სადგურის სამსახური: 2017 წლიდან დღემდე ა(ა)იპ-ში გაუქმებული პოზიციები არ გაგვაჩნია.
-
სტრატეგიული განვითარების სააგენტო: 2018 წელს შეიქმნა 5 პოზიცია, 2019-ში კიდევ 5, ხოლო 2020 წელს 3 პოზიცია.
-
ფეხბურთის კლუბი გორი: 2017 წლიდან დღემდე დაგვემატა 6 პოზიცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების უმრავლესობას შტატგარეშედ იმაზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, ვიდრე შტატით.
ცხრილი 3: გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა:
ეტაპობრივად ზრდადი თანამშრომელთა ოდენობა ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდებზეცაა ასახული. დღეის მდგომარეობით, არსებობენ ა(ა)იპ-ები, რომლებიც ბიუჯეტიდან მიღებული თანხის 80%-ზე მეტს სწორედ ხელფასებზე ხარჯავენ.
ცხრილი 4: ა(ა)იპების სახელფასო ფონდის წილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინსებიდან:
წლების განმავლობაში, მზარდი დაფინანსება, სახელფასო ფონდები და დასაქმებულ პირთა ოდენობა აჩვენებს, რომ ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციით ბიუჯეტის დაზოგვა არ მომხდარა, რაც რეორგანიზაციის ერთ-ერთ მიზნად სახელდებოდა.
პრობლემის მიმოხილვა
11 მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში, რომლის შენახვა გორის ბიუჯეტს წლიურად 20 მილიონ ლარზე მეტი უჯდება, პრობლემები რამდენიმე მიმართულებით არსებობს. მათი არსებობა კი, მთლიანობაში ამცირებს ა(ა)იპ-ების მუშაობის და ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ხარვეზები 1 წლის წინ გაასაჯაროვა, ადგილობრივ ხელისუფლებას მათზე რეაგირება არ მოუხდენია. სადაო საკადრო პოლიტიკაზე, თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და შესაძლო კორუფციულ სქემებზე არც არავის მიმართ დამდგარა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ხარვეზების რეაგირების გარეშე დატოვება მრავალწლიანი პრაქტიკაა. ამას თავად აუდიტის სამსახურიც აღნიშნავდა და წერდა:
„გორის მუნიციპალიტეტმა სათანადო რეაგირება არ მოახდინა სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ, წინა წლებში გამოვლენილ დარღვევებზე და აუდიტის ანგარიშში ასახულ გარემოებებზე“.
ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში პრობლემები და ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით არსებობს:
საკადრო პოლიტიკა
-
ა(ა)იპ-ებში ადამიანები ღია კონკურსის გარეშე საქმდებიან
-
დასაქმებულ ადამიანებს კვალიფიკაციის დამადასტურბელი მოწმობები არ აქვთ
-
დასაქმებული ადამიანების ნაწილი ვერ იხსენებს, ბოლოს რა სამუშაო შეასრულა
-
ა(ა)იპ-ში მუშაობენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერები, პარტიის წევრები და მათი ახლობლები.
ბიუჯეტის ხარჯვის არაეფეტურობა
-
ა(ა)იპ-ები არ ცდილობენ დასაქმებულ ადამიანთა ოდენობის შემცირებას თანხების დაზოგვის მიზნით – არსებობს შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები მთელის თვის განმავლობაში არანაირი სამუშაოს არ ასრულებენ, თუმცა ხელფასებს იღებენ;
-
ა(ა)იპ-ები არ ცდილობენ თანხების დაზოგვას ტენდერის გამოცხადებით და მაქსიმალურად ცდილობენ, კანონით მინიჭებული უფლება (5 000 ლარამდე ღირებულების) მომსახურებებების პირდაპირი წესით შესყიდვისთვის გამოიყენონ;
-
ა(ა)იპ-ების არ აკონტროლებენ შესყიდული მომსახურების ხარისხს – არის შემთხვევები, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)პები საპიარო მომსახურებას ყიდულობენ ისეთი საინფორმაციო სააგენტოებისგან, რომელთა საიტი თვეების განმავლობაში გათიშულია ან კიდევ, 2-7 მნახველი ჰყავთ.
ა(ა)იპ-ები და არჩევნები
-
ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს
-
ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ჩართულები იყვნენ საარჩევნო პროცესებში
-
ა(ა)იპ-ის თანამშრომლები კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ დავალებითაც იმყოფებოდნენ
ინსტიტუციური კულტურა
-
ა(ა)იპ-ები არ უზრუნველყოფენ შრომის შინანაწესის გაცნობას საკუთარი თანამშრომლებისთვის და არ უზრუნველყოფენ დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას;
-
ა(ა)იპ-ები არ უზრუნველყოფენ შესრულებული სამუშაოების შესახებ საზოგადოებისთვის ანგარიშის წარდგენას – ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი საკუთარ ანგარიშვალდებულებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ერთგვერდიანი ანგარიშის წარდგენით ამოწურავენ. ამ დოკუმენტში კი დიდწილად არაფერია ხოლმე ნათქვამი მიღებული დაფინანსების, მისი გადანაწილების, მიღწეული შედეგების და მიღებული სარგებელის შესახებ.
-
არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის
მიზანი
სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ცვლილება ა(ა)იპ-ებთან მიმართებაში, რათა მოხდეს:
-
საკადრო პოლიტიკის გამჭვირვალობის გაზრდა;
-
საბიუჯეტო თანხების მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯვა;
-
ა(ა)იპ-ების დეპოლიტიზირება;
-
ინსტიტუციური კულტურის განვითარება;
პრობლემის მოგვარების პრინციპები, მიმართულებები, რეკომენდაციები
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ებში ცვლილებების საჭიროებას არასამთავრობო სექტორთან ერთად, პოლიტიკური პარტიებიც ხედავენ. საზოგადოება თანმხდება, რომ ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა და ფინანსების ხარჯვის პრაქტიკა შესაცვლელია. სხვადასხვა ჯგუფებთან გამართული სამუშაო შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციები ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
-
ძირეული ცვლილებები – მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ჩატარება და მიღებული შედეგების მიხედვით, უკვე არსებული ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაცია/გაუქმება; ბაზრის კვლევა და ა(ა)იპ-ების ნაცვლად, სერვისების კერძო სექტორისგან მიღება.
-
ახალი სტანდარტის დამკვიდრება – ყველა არსებული ა(ა)იპ-ის შენარჩუნება, თუმცა მათი საკადრო პოლიტიკის გამჭვირვალეობის, დაფინანსების წყაროების გამრავლაფეროვნების, მიღებული ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, ახალი რეგულაციების შემუშავება.
წარმოდგენილი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი აერთიანებს იმ რეკომენდაციებს და განსახორციელებელ აქტივობებს, რომლებმაც სწორედ ამ ახალი სტანდარტის დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი.
მიზანი: | საკადრო პოლიტიკის გამჭვირვალობის გაზრდა | |
რეკომენდაციები: | გორის მუნიციპალიტეტის მერია | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
რეკომენდაციები: | მოამზადოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის მართვის დოკუმენტი, რომლითაც თითოეულ ა(ა)იპ-ს დაევალება:საქმიანობის განხორციელების ხედვის დოკუმენტის (სტრატეგიის) მომზადებახედვის დოკუმენტითან შესაბამისობაში წლიური სამოქმედო გეგმის მომზადება, ა(ა)იპ-ის ფუნქციონირებისათვის საჭირო თანამშრომელთა მინიმალური ოდენობის, მათი კვალიფიკაციის და სამუშაო დატვირთვის (სრული და არასრული განაკვეთების მითითებით) განსაზღვრა;. სამსახურში მიღების სტანდარტისა და კრიტერიუმის განსაზღვრაახალი თანამშრომლის აყვანის საჭიროების დასაბუთება სამოქმედო გეგმით გაწერილ ამოცანებზე დაყრნობით;თანამშრომლის აყვანა მაქსიმალურად გამჭვირვალე კონკურსის წესით, ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროებით და თანამშრომელთა შესარჩევი კომისიის დაკსვნის საფუძველზე.უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტის მომზადება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტდება მერიის, საკრებულოს (მათ შორის ოპოზიციური პარტიები) და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. უზრუნველყოს ა(ა)იპ-ის თანამშომელთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტება (მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), რომელიც გამოცხადებულ კონკურსზე და მასში მონაწილე პირებზე დასკვნას მოამზადებს.უზრუნველყოს ყველა ამ დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა ინტერნეტ-სივრცეში (მათ მიერ მართულ სოციალურ ქსელებში, ვებ.გვერდზე). | განიხილოს და დაამტკიცოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის მართვის დოკუმენტი. |
მიზანი: | საბიუჯეტო თანხების მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯვა | |
რეკომენდაციები: | გორის მუნიციპალიტეტის მერია | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
მოამზადოს ა(ა)იპ-ების დაფინანსების და ანგარიშგების წესი, რომლითაც: განისაზღვრება ა(ა)იპ-ების მიერ წარსადგენი ერთწლიანი პროექტის (პროგრამული და ფინანსური ნაწილები) ფორმა;სავალდებულო გახდება ა(ა)იპ-ის მიერ ერთწლიანი პროექტის (პროგრამული და ფინანსური ნაწილები) წინასწარი გამოქვეყნებით, საჯარო განხილვების მოწყობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებამდე 2 თვით ადრე;განისაზღვრება ა(ა)იპ-ების მიერ წარსადგენი პროგრამული და ფინანსური ანგარიშგების და მონიტორინგის ფორმები;განისაზღვრება წლიური და მიმდინარე ანგარიშების გამოქვეყნების წესი, რათა დოკუმენტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული პირებისთვის. უზრუნველყოს მერიის აუდიტის სამსახურის მიერ ა(ა)იპ-ების ყოველწლიური შემოწმება და დასკვნის მაქსიმალურად გასაჯაროება (მათ მიერ მართულ სოციალურ ქსელებში, ვებ.გვერდზე). |
განიხილოს და დაამტკიცოს ა(ა)იპ-ების დაფინანსების წესი შეიქმნას ა(ა)იპ-ების მიერ წარდგენილი პროექტების განმხილველი საბჭო, რომლის წევრები იქნებიან საკრებულოს დეპუტატები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები – კომისია განიხილავს თითოეულ პროექტს, შეიმუშავებს პოზიციები, რჩევები და რეკომენდაციები და წარუდგინოს ისინი საკრებულოს, რათა წარმომადგენლობითმა ორგანომ მათზე დაყრდნობით მხარი დაუჭიროს პროექტის დაფინანსება/არდაფინანსების საკითხს. |
მიზანი: | ა(ა)იპ-ების დეპოლიტიზირება |
რეკომენდაციები: | გორის მუნიციპალიტეტის მერია |
შეიმუშაოს ააიპ-ებში დასაქმებუ პირთა ეთიკის კოდექსი, რომელიც დაარეგულირებს და გამიჯნავს თანამშომელთა პოლიტიკური უფლების გამოყენებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობას, მათ მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების და განსაზღვრავს დაწესებულების საქმიანი რეპუტაციის სტანდარტს დანერგოს საარჩევნო პერიოდის შემდეგ ა(ა)იპ-ების მიერ ანგარიშების გამოქვეყნების პრაქტიკა, სადაც მოცემული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებით მოსარგებლე თანამშრომელთა ოდენობა და შვებულების გაცემის საფუძვლები; უზრუნველყოს მომზადებული ანგარიშის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ინტერნეტ სივრცეში ((მათ მიერ მართულ სოციალურ ქსელებში, ვებ.გვერდზე გამოქვეყნებით). |
მიზანი: | ინსტიტუციური კულტურის განვითარება | |
რეკომენდაციები: | გორის მუნიციპალიტეტის მერია | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
დაავალოს თითოეულ ა(ა)იპ-ს: ორგანიზაციის განვითარების მინიმუმ 2-წლიანი სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება, რომლის ძირითადი აქცენტი იქნება ბიუჯეტიდან თანხების შემცირება და დამოუკიდებელი ფინანსური წყაროს გაჩენა.ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების საინფორმაციო ბანკის შექმნა, რომელიც ყოველ წლიურად განახლდება.საკუთარი თანამშრომლებისთვის ა(ა)იპ-ის შინანაგაწესის გაცნობა და დანართის გაკეთება, სადაც თანამშრომელი ხელმოწერით დაადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება დოკუმენტის შინაარსს. დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის მექანიზმის დანერგვა |
შეისწავლოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების წესდებების შესაბამისობა შემუშავებულ სტრატეგიულ ხედვის დოკუმენტებთან და ამის მიხედვით, დაამტკიცოს ისინი. |
გრძელვადიან შედეგზე გათვლილი რეკომენდაციები:
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში კვლევის ჩატარება და მისი ანალიზი:
-
საზოგადოების საჭიროებების კვლევა – რა სერვისები სჭირდებათ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტისგან;
-
ბაზრის კვლევა – რა სერვისებს სთავაზობს ადგილობრივი კერძო სექტორი მუნიციპალიტეტს;
-
კვლევის შედეგების დადარება ა(ა)იპ-ების საქმიანობასთან და ანალიზის საფუძველზე, მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიღება კერძო სექტორისგან (ე.წ. აუთსორსინგი)
განსახორციელებელი აქტივობების დროში გაწერილი გეგმა
აქტივობის დასახელება | 2021 | 2022 | 2023 | 2024 | 2025 | |
1 | გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა(ა)იპ-ების დაფინანსების და ანგარიშგების წესი დამტკიცება, წარმოდგენილ სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში მითითებული რეკომენდაციებით | X | ||||
2 | გორის საკრებულოს მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ა(ა)იპ-ების დაფინანსების და ანგარიშების წესის განხილვა-დამტკიცება | X | ||||
3 | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ა(ა)იპ-ების მიერ წარდგენილი პროექტების განმხილველი საბჭოს შექმნა, წარმოდგენილი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციებით. | X | ||||
4 | გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მერიის აუდიტის სამსახურის მიერ ა(ა)იპ-ების ყოველწლიური შემოწმების და დასკვნის მაქსიმალურად გასაჯაროების მიზნით, განკარგულების მიღება. | X | ||||
5 | გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის მართვის დოკუმენტის მომზადება წარმოდგენილ სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში მითითებული რეკომენდაციებით | X | ||||
6 | გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა(ა)იპ-ის თანამშომელთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტება (მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), რომელიც მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე და მასში მონაწილე პირებზე დასკვნას მოამზადებენ | X | ||||
7 | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის მართვის დოკუმენტის განხილვა – დამტკიცება | X | ||||
8 | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის მართვის დოკუმენტის და ა(ა)იპ-ის თანამშომელთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობის გასაჯაროება ინტერნეტსივრცეში (მერიის მიერ მართულ სოციალურ ქსელებში და ვებ.გვერდზე) | X | ||||
9 | გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თითოეულ ა(ა)იპ-ის მიერ ორგანიზაციის მინიმუმ ორ-წლიანი სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის მომზადების უზრუნველყოფა. | X | ||||
11 | გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თითოეულ ა(ა)იპ-ის მიერ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების საინფორმაციო ბანკის შექმნის და მისი ყოველწლიურად განახლების უზრუნველყოფა. | X | ||||
12 | გორის მუნიციპალიტეტის მერის განკარგულებით, თითოეული ა(ა)იპ-ს მიერ საკუთარი თანამშრომლებისთვის შინანაგაწესის გაცნობა და დანართის გაკეთება, სადაც თანამშრომელი ხელმოწერით დაადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება დოკუმენტის შინაარსს. | X | ||||
13 | გორის მუნიციპალიტეტის მერის განკრაგულებით, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის მექანიზმის დანერგვა | X | ||||
გორის მერიის მიერ ააიპ-ებში დასაქმებულ პირთა ეთიკის კოდექსის შემუშავება, წარმოდგენულ სტრატეგიულ ხედვის დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციებით. | X | |||||
14 | გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ა(ა)იპ-ების მიერ საარჩევნო პერიოდის შემდეგ ანგარიშის მომზადების და მისი მაქსიმალურად გასაჯარების უზრუნველყოფა, წარმოდგენილ დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციებით. | X | ||||
15 | გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში კვლევის ჩატარება | X | X | X | ||
16 | გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციტივით ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად ა(ა)იპ-ების ფუნქციონირების ახალი ხედვის განსაზღვრა და მისი მაქსიმალურად გასაჯაროება | X |
შედეგების შეფასების ინდიკატორები
აქტივობა |
შეფასების ინდიკატორები |
|
1 |
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა(ა)იპ-ების დაფინანსების და ანგარიშგების წესი დამტკიცება, წარმოდგენილ სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში მითითებული რეკომენდაციებით |
მომზადებული დოკუმენტის რაოდენობა. |
2 |
გორის საკრებულოს მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ა(ა)იპ-ების დაფინანსების და ანგარიშების წესის განხილვა-დამტკიცება |
საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი დოკუმენტის რაოდენობადამტკიცებული დოკუმენტის რაოდენობა |
3 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ა(ა)იპ-ების მიერ წარდგენილი პროექტების განმხილველი საბჭოს შექმნა, წარმოდგენილი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციებით. |
შექმნილი საბჭოს და მისი წევრების რაოდენობა |
4 |
გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განკარგულების მიღება რომელიც უზრუნველყოფს მერიის აუდიტის სამსახურის მხრიდან ა(ა)იპ-ების ყოველწლიური შემოწმების და დასკვნის მაქსიმალურად გასაჯაროებას. |
მიღებული განკარგულების რაოდენობა.-გასაჯაროებული დასკვნების რაოდენობა. |
5 |
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის მართვის დოკუმენტის მომზადება წარმოდგენილ სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში მითითებული რეკომენდაციებით |
მომზადებული დოკუმენტის რაოდენობა.აღნიშნული სტრატეგიის დოკუმენტში ასახული რეკომენდაციებიდან გათვალისწინება რეკომენდაციების რაოდენობა. |
6 |
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა(ა)იპ-ის თანამშომელთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტება (მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), რომელიც მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე და მასში მონაწილე პირებზე დასკვნას მოამზადებენ |
შექმნილი კომისიის და მისი წევრების რაოდენობა |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის მართვის დოკუმენტის განხილვა – დამტკიცება |
განხილული საკადრო პოლიტიკის დოკუმენტის რაოდენობადამტკიცებული დოკუმენტის რაოდენობა |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის მართვის დოკუმენტის და ა(ა)იპ-ის თანამშომელთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობის გასაჯაროება ინტერნეტსივრცეში (მერიის მიერ მართულ სოციალურ ქსელებში და ვებ.გვერდზე) |
ბმულების რაოდენობა, სადაც შემუშავებული დოკუმენტებია ხელმისაწვდომი |
|
გორის მუნიციპალიტეტის მერის განკარგულებით, თითოეულ ა(ა)იპ-ის მიერ ორგანიზაციის მინიმუმ ორ-წლიანი სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის მომზადების უზრუნველყოფა. |
მომზადებული სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის რაოდენობა |
|
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, თითოეულ ა(ა)იპ-ის მიერ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების საინფორმაციო ბანკის შექმნის და მისი ყოველწლიურად განახლების უზრუნველყოფა. |
შექმნილი საინფორმაციო ბანკის რაოდენობა |
|
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ა(ა)იპ-ების მიერ საარჩევნო პერიოდის შემდეგ ანგარიშის მომზადების და მისი მაქსიმალურად გასაჯარების უზრუნველყოფა, წარმოდგენილ დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციებით. |
გასაჯაროებული ანგარიშების რაოდენობა |
|
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში კვლევის ჩატარება |
ჩატარებული კვლევის რაოდენობა |
|
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციტივით ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად ა(ა)იპ-ების ფუნქციონირების ახალი ხედვის განსაზღვრა და მისი მაქსიმალურად გასაჯაროება |
შემუშავებული ხედვის დოკუმენტის რაოდენობა |