კალაძე: პირველ რიგში IV-V კატეგორიის ავარიულ შენობებს ჩავანაცვლებთ

533

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მასშტაბით ძალიან ბევრი ავარიული სახლია, რომელთა შორის უკიდურესად მძიმე შენობა-ნაგებობების მცხოვრებლები ქირით არიან გადასულები და მათ ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია ფარავს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა თქვა, მერია პირველ რიგში ამ კატეგორიის ავარიული შენობების განახლებას დაიწყებს.

„თბილისში 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობაა და ყველას ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს. 2 თვის განმავლობაში ჩვენ წარმოვადგინეთ ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა.

იმ შენობა-ნაგებობებიდან, სადაც მე-4 – მე-5 კატეგორიის ავარიულობაა, ადამიანები ქირით გვყავს გაყვანილი და არავინ ცხოვრობს, ამ თანხებს კი მუნიციპალიტეტი იხდის. პირველ რიგში ამ პროექტების განხორციელება დაიწყება იმისთვის, რომ ადამიანები საკუთარ სახლებში დავაბრუნოთ, სადაც მათ გარემონტებული, ახალი ენერგოეფექტური მასალებით ნაშენი შენობა-ნაგებობები დახვდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.